e-commerce სპეციალისტი (ონლაინ შეკვეთები და მომსახურება)
თბილისი
ხელფასსა და პირობებს ეიჩარი განაცხადის შემდეგ გეტყვის.
განაცხადებს სექტემბრის 30-მდე ვიღებთ
რას გააკეთებ
ონლაინ მაღაზიის მომხმარებელთა მომსახურება და შეკვეთის სრული ციკლის წარმოება მიღებიდან ჩაბარებამდე.
პოზიცია სრული განაკვეთია, ორშაბათიდან პარასკევამდე, ოფისში.
ონლაინ გაყიდვების გამოცდილება უპირატესობაა, სავალდებულო არა: გადამწყვეტია მომხმარებელთან კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი.
შემომავალი ზარებისა და მიმოწერის დამუშავება Facebook-ზე, Instagram-ში, Messenger-ში, WhatsApp-სა და ელფოსტაზე
ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე, ფასზე, მარაგზე, გადახდაზე, მიწოდებაზე, დაბრუნებასა და გარანტიაზე
ონლაინ შეკვეთების ყოველდღიური დამუშავება: დეტალების, გადახდისა და მიწოდების მეთოდის შემოწმება, საჭიროებისას დადასტურება ზარით და სტატუსის განახლება
შეკვეთის კოორდინაცია მაღაზიებთან, საწყობთან და საკურიერო კომპანიებთან; დაგვიანებული, გაუქმებული და პრობლემური შეკვეთების კონტროლი
პრეტენზიების, დაბრუნებისა და გაცვლის მიღება და წესების მიხედვით გადაწყვეტა
მიტოვებული კალათისა და დაუსრულებელი გადახდის მქონე მომხმარებლებთან დაკავშირება და დაკარგული გაყიდვის მიზეზის დაფიქსირება
პროდუქციისა და ფოტოების ატვირთვა ონლაინ მაღაზიაში (CS-Cart) და მარკეტინგის ბიბლიოთეკაში
მოკლე სატელეფონო გამოკითხვების ჩატარება, საჯარო შეფასებებზე პასუხი Google-სა და Facebook-ზე და ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება
რას გთავაზობთ
wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს: მაღაზიების ქსელები REDBERRY და MANDARINA, ონლაინ მაღაზიები Myredberry.ge და Mandarina.ge. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao.
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
თანამშრომლის ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
კარიერული ზრდა
ბონუსური სისტემა
გრაფიკი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე.
ჩვენი მოლოდინი
გამართული ქართული ენა, წერითი და ზეპირი
მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება
მიმოწერით გაყიდვისა და მომხმარებლის დარწმუნების უნარი
სიზუსტე დეტალებში და შეკვეთის მონაცემების სრული შემოწმება
უპირატესობად ჩაითვლება ონლაინ გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების, retail-ის ან სამკაულების სფეროს გამოცდილება, ასევე CRM/ERP ან e-commerce პლატფორმაზე მუშაობა
ხშირი კითხვები
როგორ ფორმდება სამსახური?
ფორმდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადით, გაგრძელების შესაძლებლობით. ხელმოწერა ელექტრონულადაც შესაძლებელია.
არის თუ არა გამოსაცდელი ვადა?
დაწყება ორ ეტაპად ხდება: ჯერ 1-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, სადაც ხელფასის ფიქსირებული ნაწილი იგივე ოდენობისაა, შემდეგ შტატში დანიშვნა და 6-თვიანი გამოსაცდელი ვადა.
რამდენი შვებულება მეკუთვნის?
წლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღეა. აღება მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ შეიძლება, განაცხადით, სასურველ თარიღამდე ორი კვირით ადრე.
სად არის ოფისი?
თბილისში, საბურთალოზე. ეს საოფისე პოზიციაა, მაღაზიაში ცვლებში მუშაობა ამ პოზიციაზე არ არის. გასაუბრებაც ოფისში ტარდება.
რა ხდება შემდეგ
შეავსე განაცხადი
ეიჩარი გეტყვის პირობებს და რამდენიმე რამეს გკითხავს